ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ნიუ იორკ თაიმსი“ - ნატო-ს წარმომადგენლებმა განიხილეს შესაძლებლობა, აშშ-მა მიიღოს სუვერენიტეტი გრენლანდიაზე არსებული ამერიკულ ბაზების ტერიტორიაზე

ნახვები: 388 „ნიუ იორკ თაიმსი“ - ნატო-ს წარმომადგენლებმა განიხილეს შესაძლებლობა, აშშ-მა მიიღოს სუვერენიტეტი გრენლანდიაზე არსებული ამერიკულ ბაზების ტერიტორიაზე

ნატო-ს წარმომადგენლებმა განიხილეს შესაძლებლობა, აშშ-მა მიიღოს სუვერენიტეტი გრენლანდიაზე არსებული ამერიკულ ბაზების ტერიტორიაზე. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც შეხვედრებში მონაწილეობდა, კონცეფცია კვიპროსზე დიდი ბრიტანეთის ბაზებს შეადარა, რომლებიც ბრიტანულ ტერიტორიად ითვლება.

გამოცემას კიდევ ერთმა წყარომ დაუდასტურა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებული იდეა შემუშავებულია კვიპროსზე არსებული ბრიტანული ბაზების მიხედვით.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ არ გაასაჯაროვა შესაძლო შეთანხმების დეტალები, თუმცა მისმა პრესსპიკერმა, ელისონ გარტმა განაცხადა, რომ რუტეს „არ შეუთავაზებია არანაირი კომპრომისი სუვერენიტეტთან დაკავშირებით დავოსში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას“.

ცნობისთვის, ამჟამად გრენლადიაზე არსებული ამერიკული ბაზების ტერიტორიაზე დანიის სუვერენიტეტი ვრცელდება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა