რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კვოტა თითქმის 3-ჯერ შემცირდა - რა პროგრამები რჩება

ნახვები: 355 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კვოტა თითქმის 3-ჯერ შემცირდა - რა პროგრამები რჩება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წელს, საბაკალავრო პროგრამებზე მხოლოდ 380 სტუდენტის მიღებას შეძლებს, რაც დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია გასული წლის მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობაზე. მთავრობამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღები სტუდენტების კვოტების შესახებ დადგენილება უკვე გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღებ სტუდენტთა კვოტა 1027 იყო, თუმცა ჩაირიცხა 778 სტუდენტი.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სოხუმის უნივერსიტეტი სტუდენტების მიღებას მხოლოდ ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე, და ასევე აგრარულ სპეციალობებზე შეძლებს. ცნობისთვის, აგრარული პროგრამები სოხუმის უნივერსიტეტს ამ დრომდე არ ჰქონია და ახლა დაემატება.

"სოხუმის უნივერსიტეტს საერთოდ არ აქვს აგრარული მიმართულება და ჰაერიდან უნდა გააჩინოს?" - ნანა დიხამინჯია

სამაგიეროდ, სოხუმის უნივერსიტეტი ვეღარ მიიღებს სტუდენტებს ისეთ პროგრამებზე, როგორიცაა, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერებები, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, არქეოლოგია, ბიოსამედიცინო ინჟინერია და სხვა.

 

სოხუმის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები და მისაღებთა რაოდენობა 2026-2027 სასწავლო წლისთვის

აფხაზური ფილოლოგია 20
კომპიუტერული ტექნოლოგიები (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 30
ქიმია (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 30
გეოგრაფია (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 30
ქართული ფილოლოგია (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 30
ინგლისური ფილოლოგია (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 30
გერმანული ფილოლოგია (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 30
ისტორია (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 30
რუსული ფილოლოგია (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 30
მათემატიკა (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 30
ფიზიკა (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 30
ბიოლოგია (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 30
სკოლამდელი განათლება 30



ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა