Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

აიათოლა ალი ხამენეი - აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მათ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა მასაც შეიძლება ისეთი დარტყმა მიაყენო, რომ ვეღარ აღდგეს

ნახვები: 377 აიათოლა ალი ხამენეი - აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მათ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა მასაც შეიძლება ისეთი დარტყმა მიაყენო, რომ ვეღარ აღდგეს

აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ მათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ. მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, რომ ვეღარ აღდგეს, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ ირანისკენ გაგზავნილ ავიამზიდზე უფრო საშიშია იარაღი, რომელსაც მისი ჩაძირვა შეუძლია.

„ისინი გამუდმებით ამბობენ, რომ ირანის მიმართულებით ავიამზიდი გამოგზავნეს. ძალიან კარგი, ავიამზიდი საშიში მოწყობილობაა, მაგრამ ავიამზიდზე უფრო საშიშია იარაღი, რომელსაც მისი ზღვის ფსკერზე გაგზავნა შეუძლია“, - აღნიშნა ხამენეიმ.

შეგახსენებთ, ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები არაპირდაპირ ფორმატში, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ომანის საელჩოში იმართება. ირანის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ხელმძღვანელობს, ხოლო ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა