Russia loses 740 soldiers, one air defense system in war against Ukraine over past day
Border guards destroy 'Msta-S' self-propelled howitzer with drones in Southern Slobozhanshchyna sector
USF strikes 240 targets in Russian rear over 48 days
Poland may take part in Board of Peace only as observer, Tusk says
Ukraine’s forces stop Russian advance on Lyman front using night FPV drones
Ignat denies reports of foreign F-16 pilots operating in Ukraine
Zelensky says Ukrainians won’t let him hand Donbas over to Russia
Zelensky says Ukraine ready for peace, questions Russia’s intentions

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელები ამჟამინდელ ხაზზე დარჩენას, მხარს დაუჭერენ

18.02.2026 ნახვები: 182

უკრაინელი ხალხი უარყოფს ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უკრაინის მხრიდან დონბასის რეგიონიდან ცალმხრივად გასვლას და მის რუსეთისთვის გადაცემას გულისხმობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აქსიოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა, მომლაპარაკებლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა უთხრეს, რომ რუსეთს ნამდვილად სურს ომის დასრულება და მოლაპარაკებების დაწყებამდე მან ამის საფუძველზე უნდა მოახდინოს კოორდინაცია უკრაინის მომლაპარაკებელ გუნდთან. თუმცა, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის ბევრად უფრო პესიმისტურადაა განწყობილი. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ურჩია უიტკოფსა და კუშნერს, არ ეცადონ, აიძულონ ის, „საკუთარ ხალხს მიჰყიდოს მშვიდობის ისეთი ხედვა, რომელსაც უკრაინელები წარუმატებელ ისტორიად აღიქვამენ“.

ზელენსკის განცხადებით, არ არის სამართლიანი, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯაროდ მოუწოდებს უკრაინას და არა რუსეთს, რომ მშვიდობისთვის დათმობებზე წავიდეს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისთვის უკრაინაზე ზეწოლა, შესაძლოა, უფრო ადვილი იყოს, ვიდრე ბევრად უფრო დიდ რუსეთზე, მდგრადი მშვიდობის დამყარების გზა პუტინისთვის „გამარჯვების ჩუქება“ არ არის.

„იმედი მაქვს, ეს მხოლოდ მისი ტაქტიკაა და არა – გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს სამშვიდობო ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ კუშნერსა და უიტკოფთან მისი საუბრები არ მოიცავს იმ ტიპის ზეწოლას, რომელსაც ტრამპი საჯაროდ იყენებს.

„ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ის „ისეთი ადამიანი არ არის“, რომელიც ადვილად ემორჩილება ზეწოლას.

ზელენსკის განცხადებით, ტერიტორიის საკითხზე გარღვევის მიღწევის საუკეთესო გზა პუტინისთვის მასთან პირისპირ შეხვედრაა. მისივე თქმით, თავის გუნდს დაავალა, რომ ჟენევაში ლიდერების დონეზე შეხვედრის წინადადება წამოაყენონ.

როგორც „აქსიოსთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, ვაშინგტონი და კიევი შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელ ხალხს რეფერენდუმით უნდა წარედგინოს.

ზელენსკის თქმით, თუ შეთანხმება უკრაინული მხარის უბრალოდ დონბასიდან გასვლას გულისხმობს, უკრაინელი ხალხი ამას მხარს არ დაუჭერს.

„ემოციურად, ხალხი ამას არასოდეს აპატიებს (აშშ-ს). ისინი არასოდეს არ მაპატიებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინელებს „არ შეუძლიათ, გაიგონ“, რატომ უნდა სთხოვონ მათ დამატებითი ტერიტორიების დათმობა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ შეთანხმება უბრალოდ გაყინავს დონბასში არსებულ საბრძოლო ხაზებს, ფიქრობს, რომ უკრაინელი ხალხი ამას მიიღებს.

„ვფიქრობ, თუ დოკუმენტში შევიტანთ, რომ დავრჩებით ხაზზე, სადაც ამჟამად ვართ, ხალხი ამას რეფერენდუმზე მხარს დაუჭერს. ეს ჩემი აზრია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არაფერი გადაწყვეტილა, თუმცა შესაძლებელია, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები რეფერენდუმთან ერთად ჩატარდეს. ზელენსკის თქმით, ნებისმიერი არჩევნები, შესაძლოა, მყიფე ცეცხლის შეწყვეტის დროს ჩატარდეს და ასეთ შემთხვევაში ის, შესაძლოა, კანდიდატი იყოს.

„ეს ხალხზე იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, რა სურთ მათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთი მხოლოდ ერთდღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა უკრაინისთვის არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით, 60 დღის ნაცვლად, რომელიც ზელენსკის თქმით, საჭიროა. ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პოზიცია აბსურდული და იმის მანიშნებელია, რომ მოსკოვი ნამდვილი მშვიდობისთვის მზად არ არის.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა