Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

დევიდ მაკკალისტერი - ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და მხარი დაუჭირა მათ კანონიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

ნახვები: 364 დევიდ მაკკალისტერი - ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და მხარი დაუჭირა მათ კანონიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

საქართველო დღეს კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელდებით, ქვეყნის უკიდურესად უარყოფითი განვითარების გზაზე პასუხისმგებლობა სრულად მმართველ პარტიას ეკისრება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკკალისტერმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავენ.

მისივე თქმით, საქართველომ დემოკრატიული რეგრესის დამანგრეველი პროცესი გააგრძელა.

„სამწუხაროდ, საქართველომ განაგრძო დემოკრატიული რეგრესის დრამატული პროცესი. საქართველომ ევროკომისიისგან დამანგრეველი შეფასება მიიღო. მათი შეფასებით, ესაა „ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის ოდესმე მომზადებული ყველაზე ცუდი მოხსენება“.

საქართველო დღეს კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელდებით. ასეთი შეფასების მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა საქართველოს უკიდურესად უარყოფითი განვითარების გზაზე პასუხისმგებლობა სრულად მმართველ პარტიას ეკისრება.

ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და მხარი დაუჭირა მათ კანონიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – განაცხადა მაკკალისტერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა