ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რუსული აგრესიისგან პოლონეთის, ბალტიისპირეთის, მოლდოვისა და საქართველოს დასაცავად აუცილებელია რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება-ზელენსკი

ნახვები: 351 რუსული აგრესიისგან პოლონეთის, ბალტიისპირეთის, მოლდოვისა და საქართველოს დასაცავად აუცილებელია რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციის დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა Die Zeit-თან ინტერვიუში განაცხადა, ახალი სანქციები აუცილებელია რუსული აგრესიისგან პოლონეთის, ბალტიისპირეთის, მოლდოვის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების დასაცავად.

„შემდეგი სანქციები უნდა ეხებოდეს გაზს, ნავთობს და ნავთობპროდუქტებს. მსოფლიოს საპორტო ქალაქები უნდა ჩაიკეტოს რუსეთის გემებისთვის, სატვირთო გადაზიდვები უნდა შეწყდეს და „სვიფტში" არავითარი გამონაკლისი რუსეთის არც ერთი ბანკისთვის არ უნდა დაუშვან. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რათა რუსული აგრესიისგან დავიცვათ პოლონეთი, ბალტიისპირეთი, მოლდოვა, საქართველო და სხვა ქვეყნები," - განაცხადა ზელენსკიმ.

ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის ფონზე უკრაინა დასავლეთისგან მხარდაჭერას იღებს, თუმცა მისივე თქმით, ეს საკმარისი არ არის, ისევე როგორც, არ არის საკმარისი დაწესებული სანქციები.

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი რომ იყოს, ინტერვენცია უკვე დასრულებული იქნებოდა. რუსულ ნავთობპროდუქტებს ისევ ყიდულობენ. დასავლური კორპორაციების გარკვეული ნაწილი ისევ რჩება რუსულ ბაზარზე გარკვეული შეთანხმებების საფუძველზე. ესაა მორალურად მიუღებელი. მადლობელი ვართ იმ კომპანიებისა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს. აუცილებელია სანქციების მეტი წნეხი რუსეთზე იმ მიზნით, რომ შეწყდეს სასტიკი აგრესია, რისი მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს," - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი ინტერვიუში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა