დონალდ ტრამპი: თუ ირანი ვაშინგტონში თავდასხმას განახორციელებს, ისეთ ფასს გადაიხდის, როგორიც აქამდე არცერთ ქვეყანას არ გადაუხდია
სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ჟურნალისტს ავტომობილი და 30 000 დოლარიც ჩამოერთვა
ელისო კილაძე: ეს არ იყო ქოლცენტრების საქმე, ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი პერსონალური განადგურებისთვის – ბრალს არ ვაღიარებ და ბრძოლას გავაგრძელებ
Ukrainian Armed Forces hold first-ever sergeants’ forum in Kyiv
Ukraine should join NATO, must not give up territory in exchange, Estonian DM says
Fire breaks out at a petrochemical complex after attack in Russia’s Bashkortostan – media
Kyiv’s Northern and Southern Bridges remain closed as experts assess damage from Russian attack – Klitschko
One of Crimean Bridge’s arches damaged in second strike

დონალდ ტრამპი - აშშ-ის არმია აგრძელებს მტრის სრულ განადგურებას ვადაზე ადრე და იმ დონეზე, რაც ხალხს აქამდე არასდროს უნახავს

ნახვები: 367 დონალდ ტრამპი - აშშ-ის არმია აგრძელებს მტრის სრულ განადგურებას ვადაზე ადრე და იმ დონეზე, რაც ხალხს აქამდე არასდროს უნახავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის არმია ირანს „სრულად ანგრევს“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სამხედროები და ისრაელი ირანულ სამიზნეებს „განრიგზე ადრეც კი“ სრულად ანადგურებენ.

„ამერიკის შეერთებული შტატების არმია, შესანიშნავ ისრაელელ პარტნიორებთან ერთად, აგრძელებს მტრის სრულ განადგურებას, ვადაზე ადრე და იმ დონეზე, რაც ხალხს აქამდე არასდროს უნახავს. ჩვენი ხალხი დიდ საქმეს აკეთებს“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, აშშ ირანის უპილოტო თვითმფრინავს და სარაკეტო სისტემებს „ყოველ საათში“ ურტყამს.

„მათ არ აქვთ საჰაერო ძალები, მათ არ აქვთ საჰაერო თავდაცვა. მათი ყველა თვითმფრინავი გაქრა, მათი კომუნიკაციები გაქრა. ჩვენი ძალები საკმაოდ კარგად მუშაობენ“, – განაცხადა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა