Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce
Zelensky holds supreme Commander-in-Chief's Staff meeting: Ukraine's front-line positions strongest in long time

ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ნახვები: 411 ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება, რათა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დასტაბილურდეს.

როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქი ამჟამად კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა ყველა სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროებოდა სისხლდენის კუპირების, ანუ შეჩერებისთვის. ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის საყურადღებო, არასტაბილური, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ აბსოლუტურად ხდება პაციენტის მართვა და ამ მაჩვენებლების მაქსიმალური დასტაბილურება. სისხლდენის შესაჩერებლად პაციენტს ჩაუტარდა ენდოსკოპიური პროცედურა. შესაბამისად, მოხდა სისხლდენის შეჩერება. პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში. ესაა ინტუბირებული მდგომარეობა. ჰემოდენამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია. პაციენტმა მოგვმართა დაახლოებით ღამის სამი საათისკენ. ჩვეულებრივი პროცედურაა, რომ პაციენტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს მოსვენებულ მდგომარეობაში. ეს არის ჩვენგან გამოწვეული ძილის მდგომარეობა, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დავასტაბილუროთ“, – განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა