Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს

ნახვები: 328 მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს

კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს I სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

კერძოდ, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მსოფლიო პატრიარქი ლიტურგიას არ გაუძღვება, წესის აგებაზე იმსახურებს.

"ლიტურგიას არა, წესის აგებაზე იმსახურებს" , - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქი კვირას 11:00 საათზე ჩამობრძანდება.

"მსოფლიო პატრიარქი მხოლოდ 11:00 საათზე ჩამობრძანდება. არ იყო ზუსტი ინფორმაცია, რაც გავრცელდა", - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

IPN

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა