ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პატრიარქის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს

ნახვები: 327 პატრიარქის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს ეხება.

“22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეზღუდულია შემდეგი მიმართულებებით: მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გალაკტიონის ხიდიდან ორთაჭალის მიმართულებით აბანოებამდე;

თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და ყველა დამაკავშირებელ ქუჩაზე პირველი რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით;

მოძრაობა შეიზღუდა ასათიანის, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, პუშკინის, ვერცხლისა და ბარათაშვილის ქუჩებზე. სოლოლაკიდან მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ამაღლების ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც ტრანსპორტს გადაადგილება შეუძლია ბარნოვის ქუჩით მრგვალი ბაღის მიმართულებით და ასევე, მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით;

მოძრაობა სრულად შეიზღუდა თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ათონელის ქუჩებზე, მშრალ ხიდზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, ხეთაგუროვის მოედანზე. ასევე, ბარათაშვილის ხიდზე, ბარათაშვილის აღმართზე, ქეთევან დედოფლის გამზირზე ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე. ასევე, მოძრაობა შეიზღუდა ავლიპ ზურაბაშვილის, თელავისა და წურწუმიას ქუჩებზე.

მოძრაობა შეზღუდულია ევროპის მოედანზე, გორგასლის მოედანზე, გორგასლის ქუჩაზე, აბანოების მიმდებარე ტერიტორიაზე;

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა შეზღუდულია გალაკტიონის ხიდიდან ბოჭორმის ქუჩისა და ლევილის სანაპიროს კვეთამდე ("სოკარის" სათავო ოფისამდე).

ავტომობილების გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტები: "ლაგუნა-ვერედან" გადაადგილება შესაძლებელია გალაკტიონის ხიდზე და ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის აღმართის გავლით კოსტავას ქუჩაზე ფილარმონიის მიმართულებით;

ინგოროყვას ქუჩიდან ავტომობილების გადაადგილება ნებადართულია გრიბოედოვის ქუჩის გავლით ფილარმონიის მიმართულებით;

კახეთის გზატკეცილიდან ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე ბოჭორმის ქუჩის კვეთამდე მეტროსადგური "ისნის" მიმართულებით;

ორთაჭალიდან, გულიას მოედნიდან მოძრაობა შეზღუდულია გალაკტიონის ხიდამდე. ჟანი კალანდაძისა და ორთაჭალის ქუჩებიდან კი ავტომობილები მოძრაობენ გორგასლის ქუჩაზე მხოლოდ პროკურატურის მიმართულებით.

ამასთან, ძალაში რჩება სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე არსებული ყველა შეზღუდვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სხვა შემთხვევაში თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა