Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

დონალდ ტუსკი - ორბანის ხალხი მოსკოვს ევროკავშირის სამიტების შესახებ დეტალურად აწვდის ინფორმაციას

ნახვები: 368 დონალდ ტუსკი - ორბანის ხალხი მოსკოვს ევროკავშირის სამიტების შესახებ დეტალურად აწვდის ინფორმაციას

ინფორმაცია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სამიტების დროს რუსეთს ინფორმაციას აწვდიდა, არავისთვის არის მოულოდნელი, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს.

ტუსკის თქმით, დიდი ხანია, ამის შესახებ ეჭვები არსებობს.

„ის ამბავი, რომ ორბანის ხალხი მოსკოვს ევროკავშირის სამიტების შესახებ დეტალურად აწვდის ინფორმაციას, არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი. დიდი ხანია, ჩვენ ეჭვი გვაქვს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე ვსაუბრობ მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია და ზუსტად იმდენს, რამდენიც საჭიროა“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ევროკავშირის სამიტების შესვენებებზე რეგულარულად უკავშირდებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და აწვდიდა „ცოცხალ ინფორმაციას“ მიმდინარე განხილვებზე. თავად სიიარტო ბრალდებებს უარყოფს და „ფეიკნიუსს“ უწოდებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა