Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

კაია კალასი - იერუსალიმში თაყვანისცემის თავისუფლება ყველა რელიგიისთვის სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, იერუსალიმის მრავალრელიგიური ხასიათი უნდა იყოს დაცული

ნახვები: 364 კაია კალასი - იერუსალიმში თაყვანისცემის თავისუფლება ყველა რელიგიისთვის სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, იერუსალიმის მრავალრელიგიური ხასიათი უნდა იყოს დაცული

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გააკრიტიკა ისრაელის პოლიციის გადაწყვეტილება, რომელმაც იერუსალიმის ლათინ პატრიარქს აღდგომის ტაძარში ბზობის წირვაზე დასწრება შეუზღუდა.

კალასმა ეს ქმედება „რელიგიური თავისუფლების დარღვევად“ შეაფასა.

„იერუსალიმში თაყვანისცემის თავისუფლება გამონაკლისის გარეშე ყველა რელიგიისთვის სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. იერუსალიმის მრავალრელიგიური ხასიათი უნდა იყოს დაცული“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პოლიციის თანამშრომლებმა იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და წმინდა მიწის მცველს, მამა ფრანჩესკო იელპოს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ბზობის წირვის აღსანიშნავად შესვლაში ხელი შეუშალეს.

ისრაელის მთავრობის განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა ბალისტიკური რაკეტებით არაერთხელ მიიტანა იერიში იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილებზე და ერთ-ერთი დარტყმის დროს რაკეტის ფრაგმენტები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა. მათივე განცხადებით, მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის უფლებას მისცემს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა