Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა

ნახვები: 355 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ნაყოფიერი საუბარი მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბრისას ხაზი გაესვა პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას.

"ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა