თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

NASA-ს მეორე ექსპედიცია - 2 აპრილს, თბილისის დროით 02:24 საათზე, 4 ასტრონავტი მთვარისკენ გაფრინდება

ნახვები: 347 NASA-ს მეორე ექსპედიცია - 2 აპრილს, თბილისის დროით 02:24 საათზე, 4 ასტრონავტი მთვარისკენ გაფრინდება

ოთხი ასტრონავტი უკვე მზადაა, რომ მთვარე ისეთი იხილონ, როგორიც ის არავის არასოდეს უნახავს. NASA-ს მისია Artemis II 2 აპრილს, თბილისის დროით 02:24 საათზე აფრინდება ფლორიდიდან, კენედის კოსმოსური ცენტრიდან და პირველად 1972 წლის შემდეგ, ასტრონავტებს მთვარისკენ წაიყვანს. ხომალდი მთვარის გარშემო 10 დღის განმავლობაში იმოძრავებს. ასტრონავტები დაინახავენ მთვარის ე. წ. ბნელ მხარეს, რომელიც ადამიანს საკუთარი თვალით ჯერ არასოდეს უნახავს.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, Artemis II 2019 წელს უნდა გაშვებულიყო, თუმცა, მრავალი მიზეზის გამო მისია არაერთხელ გადაიდო და საბოლოოდ, მისი წინა მისია, Artemis I მხოლოდ 2022 წელს გაეშვა. Artemis I უპილოტო მისია იყო მთვარის გარშემო, რომელიც რაკეტა Space Launch System-ით (SLS) და კაფსულა „ორიონით“ განხორციელდა.

Artemis II ასეთივე ფრენას გაიმეორებს, მაგრამ ამჯერად ეკიპაჟის ოთხ წევრთან ერთად: რიდ უაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი NASA-დან და ჯერემი ჰანსენი კანადის კოსმოსური სააგენტოდან.

თებერვალში ჩატარებული ტესტირებისას, ხომალდს ხარვეზი აღმოაჩნდა — საწვავის მცირე გაჟონვა, რამაც NASA-ს მისიის გადადება აიძულა. ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და რაკეტა გასაშვებ პადზე სრულ მზადყოფნაშია; ასტრონავტები კარანტინში იმყოფებიან და მისიისთვის ემზადებიან.

29 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე მისიის მეთაურმა რიდ უაისმენმა ხაზი გაუსვა, რომ Artemis II სატესტო ფრენაა რაკეტა SLS-ის და კაფსულა ორიონისთვის.

თუ რაკეტის აფრენა 6 აპრილამდე ვერ მოხერხდა, გაშვების შემდეგი შესაძლებლობა 30 აპრილს იქნება.

მას შემდეგ, რაც რაკეტა აფრინდება, ის ორი დღის განმავლობაში დედამიწის ორბიტაზე იმოძრავებს, შემდეგ კი მთვარისკენ გაეშურება. ამ ორი დღის განმავლობაში, ეკიპაჟი დატესტავს სიცოცხლისთვის აუცილებელ სისტემებს, ასევე ძველ კოსმოსურ ხომალდთან მიერთებას კაფსულა ორიონის ხელით მართვის გზით. ამის შემდეგ, რვა დღეს ისინი მთვარის გარშემო იფრენენ.

ამ დროს, მთვარის „ბნელი მხარის“ რაღაც ნაწილი განათებული იქნება, მაგალითად, დიდი კრატერი, სახელად მარე-ორიენტალე, რომელიც ადამიანის თვალს არასოდეს უნახავს და მის შესახებ მხოლოდ თანამგზავრების საშუალებით ვიცით.

Artemis II ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უფრო დიდი პროგრამა Artemis-ის გრძელ გზაზე. თავდაპირველად განზრახული იყო, რომ მესამე ფაზაში ადამიანები მთვარეზე დამჯდარიყვნენ პირველად 1972 წლის შემდეგ, მაგრამ ბოლოდროინდელი ცვლილებებით, ეს ნაწილი მისია Artemis IV-ში შევიდა. შემდეგი მისია (Artemis III) დედამიწის ორბიტაზე იმოძრავებს და ასტრონავტები პრაქტიკაში გამოცდიან იმ ხომალდებთან შეერთებას, რომლებითაც შემდეგ მისიებში ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაეშვან. Artemis III დაგეგმილია 2027 წლისთვის, Artemis IV კი 2028 წლისთვის.

თუ ყველაფერი კარგად წავიდა, მისიის კულმინაცია იქნება მთვარეზე მუდმივი ბაზის აშენება, რომელმაც იქ ადამიანთა ყოფნა უნდა უზრუნველყოს.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა