ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკრაინული დრონების შეტევის შედეგად რუსეთის პრიმორსკის პორტში ნავთობსადენი დაზიანდა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში კი ნავთობის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა

ნახვები: 365 უკრაინული დრონების შეტევის შედეგად რუსეთის პრიმორსკის პორტში ნავთობსადენი დაზიანდა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში კი ნავთობის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა

უკრაინული დრონების შეტევის შედეგად, რუსეთის პრიმორსკის პორტში ნავთობსადენი დაზიანდა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში კი ნავთობის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ლენინგრადის ოლქზე იერიში 5 აპრილს ღამით განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 19 დრონი ჩამოაგდეს. უპილოტოების ნამსხვრევებმა პრიმორსკის პორტის რაიონში ნავთობსადენის ერთ-ერთი მონაკვეთი დააზიანა. დაშავებულები არ არიან.

ამას გარდა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის კსტოვოს რაიონის სამრეწველო ზონაში 30 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. მათი თქმით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა კომპანია „ლუკოილის“ ორი ობიექტი, სადაც ხანძარი გაჩნდა. ასევე დაზიანდა ნოვოგორკოვსკის თბოელექტროსადგური, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

უკრაინულმა ტელეგრამარხებმა გაავრცელეს ვიდეოები, რომლებშიც, მათი თქმით, კსტოვოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძარია ასახული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 აპრილს ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჯამში 87 უკრაინული უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს და გაანადგურეს ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, ნიჟნი ნოვგოროდის, კურსკის, ორიოლის, ტამბოვის, პენზის, ულიანოვსკის, ტვერის, ლენინგრადის ოლქებში, ასევე მორდოვიასა და ანექსირებულ ყირიმში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა