Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership
Macron, Erdoğan discuss war in Ukraine, Middle East situation

ჯეი დე ვენსი - ირანელებთან შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ

12.04.2026 ნახვები: 189

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანთან გამართული მოლაპარაკებები ომის სამუდამოდ დასრულების შესახებ შეთანხმების გარეშე დასრულდა. „უკვე 21 საათია ამ საკითხზე ვმუშაობთ და ირანელებთან არაერთი არსებითი განხილვა გვქონდა - ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი კი ის არის, რომ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობ, რომ ეს ირანისთვის ბევრად უფრო ცუდი ამბავია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასე რომ, ვბრუნდებით შეერთებულ შტატებში შეთანხმების მიღწევის გარეშე“, - განაცხადა ვენსმა ისლამაბადში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, აშშ-მა „საბოლოო და საუკეთესო შეთავაზება“ წარადგინა, ირანელმა მომლაპარაკებლებმა უარი თქვეს აშშ-ის შეთანხმების პირობების მიღებაზე, რომლებიც, ვენსის მტკიცებით „საკმაოდ მოქნილი“ იყო.

„ჩვენ საკმაოდ დამთმობები ვიყავით. პრეზიდენტმა გვითხრა: „თქვენ აქ კეთილი ნებით უნდა მოხვიდეთ და ყველაფერი გააკეთოთ შეთანხმების მისაღწევად“. ჩვენ ეს გავაკეთეთ და სამწუხაროდ, ვერ შევძელით რაიმე პროგრესის მიღწევა“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მუდმივ კონტაქტზე იყო.

„ცხადია, პრეზიდენტს მუდმივად ვესაუბრებოდით. არ ვიცი, რამდენჯერ ვესაუბრეთ მას, ექვსჯერ თუ 12-ჯერ ბოლო 21 საათის განმავლობაში“, - განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მოლაპარაკებების განმავლობაში ის ასევე ესაუბრა აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნებს, მათ შორის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეთს, ფინანსთა მინისტრს სკოტ ბესენტს და აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურს, ადმირალ ბრედ კუპერს.

„ჩვენ მუდმივად ვურთიერთობდით გუნდთან, რადგან კეთილი ნებით ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს“, - განაცხადა ვენსმა.

ამასთან, მისი თქმით, ირანმა არ აიღო ვალდებულება, რომ უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის გეგმაზე. კერძოდ, კითხვაზე, რა პირობები უარყო ირანმა მოლაპარაკებების დროს, ჯეი დი ვენსმა განაცხადა: „მარტივი ფაქტია, რომ ჩვენ გვჭირდება დადებითი ვალდებულება, რომ ისინი არ შეეცდებიან ბირთვული იარაღის შექმნას და არ შეეცდებიან ჰქონდეთ ინსტრუმენტები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს სწრაფად მიაღწიონ ბირთვულ იარაღს. კითხვა ასეთია: ვხედავთ თუ არა, რომ ირანელები იღებენ ფუნდამენტურ ვალდებულებას, არ შეიმუშაონ ბირთვული იარაღი არა მხოლოდ ახლა, არა მხოლოდ ორი წლის შემდეგ, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში? ჩვენ ეს ჯერ არ გვინახავს, იმედი გვაქვს, რომ ვნახავთ“, - აღნიშნა ვენსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა