გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

CNN - აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპოდენტთა ასოციაციის მიღებაზე სროლაში ეჭვმიტანილმა დაწერა მანიფესტი, რომელშიც მკაფიოდ მიუთითა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე თავდასხმა სურდა

ნახვები: 333 CNN - აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპოდენტთა ასოციაციის მიღებაზე სროლაში ეჭვმიტანილმა დაწერა მანიფესტი, რომელშიც მკაფიოდ მიუთითა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე თავდასხმა სურდა

აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპოდენტთა ასოციაციის მიღებაზე სროლაში ეჭვმიტანილმა მანიფესტი დაწერა, რომელშიც მკაფიოდ მიუთითა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე თავდასხმა სურდა, – ამის შესახებ „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

გამოცემის წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილმა ეს დოკუმენტი ოჯახის წევრებს გადასცა, მათ კი ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე პოლიციას გადაუგზავნეს.

უფრო კონკრეტულად, ეჭვმიტანილის ძმამ პოლიციას სავარაუდო მანიფესტის შესახებ შეატყობინა. გავრცელებული ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა და პოლიციამ ეჭვმიტანილის და დაკითხეს. მისი თქმით, ძმას რადიკალური განწყობები ჰქონდა.

ამასთან, ეჭვმიტანილის დამ გამომძიებლებს განუმარტა, რომ მისმა ძმამ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მშობლების სახლში ინახავდა, რაზეც მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

შეგახსენებთ, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.

სროლაში ეჭვმიტანილი პირი 31 წლის კოულ ტომას ალენია. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ის ლოს ანჯელესის მახლობლად, კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორენსში მასწავლებელი იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა