რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსაც ხომ არ უწევს უკრაინის მიმართ პოზიციის გადახედვა? ნეტავ!

ნახვები: 368 სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსაც ხომ არ უწევს უკრაინის მიმართ პოზიციის გადახედვა? ნეტავ!

უფრო საინტერესოა ზელენსკისთან შეხვედრის შინაარსი! თუ ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შესუსტების ფონზე, უნგრეთის შეცვლილ პოზიციის მსგავსად, საქართველოსაც ხომ არ უწევს უკრაინის მიმართ პოზიციის გადახედვა? ნეტავ! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ერევანში მიმდინარე სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრას.

სალომე ზურაბიშვილი ზოგადად სამიტის კონტექსტში ამბობს, რომ „ზრდილი პარტნიორები“ პროტოკოლის წესებს იცავენ, ამიტომ ხელის ჩამორთმევას და ორიოდე სიტყვის გაცვლას რამე განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ზურგი რომ არ შეექცია კონსტიტუციით დადგენილ ევროინტეგრაციის კურსისთვის კონფერენცია თბილისში ჩატარდებოდა.

„საზოგადოება შფოთავს ერევნის კობახიძეს “შეხვედრების” კადრებზე… თუმცა აქ არაფერი ახალი არაა, ამ კონფერენციას შარშანაც იყო მიწვეული და ჩვეულებრივად პროტოკოლის წესებს იცავენ ჩვენი ზრდილი პარტნიორები. ამიტომ ხელის ჩამორთმევას და ორიოდე სიტყვის გაცვლას რამე განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს.

უფრო საინტერესოა ზელენსკისთან შეხვედრის შინაარსი! თუ ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შესუსტების ფონზე, უნგრეთის შეცვლილ პოზიციის მსგავსად, საქართველოსაც ხომ არ უწევს უკრაინის მიმართ პოზიციის გადახედვა? ნეტავ!

ზოგადად კი, იმასაც უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას: საქართველო რეგიონში, ევროპისა და დასავლეთის სანდო პარტნიორის როლისთვის უარი რომ არ ეთქვა ორი წლის წინ, არაერთი ლიდერი ერევნისკენ მიმავალ გზაზე ან დაბრუნებისას თბილისშიც რამდენიმე საათით მაინც გაჩერდებოდა. და საერთოდ, ზურგი რომ არ შეგვექცია ჩვენი კონსტიტუციით დადგენილ ევროინტეგრაციის კურსისთვის სულაც თბილისში ჩატარდებოდა ეს მნიშვნელოვანი პანევროპული კონფერენცია.

სწორედ ის ფაქტი, რომ რეჟიმი იძულებულია თავი მოაწონოს ორიოდე შემორჩენილ ამომრჩეველს, ყოველდღიურად ნალანძღი ევროპის და უკრაინის ლიდერებთან გადაღებულ კადრებით, ყველა კომენტარზე ბევრის მთქმელია!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა