ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა

ნახვები: 366 თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა

თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დამტკიცებული კონტრტერორისტული სტრატეგიის დოკუმენტში აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეებად ნარკოკარტელები, ისლამისტური და რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფებებია დასახელებული.

„დღეს ჩვენ სამი ძირითადი ტიპის ტერორისტული დაჯგუფებების წინაშე ვიმყოფებით: ნარკოტერორისტები და ტრანსნაციონალური ბანდები; ისლამისტი ტერორისტები; ძალადობრივი მემარცხენე ექსტრემისტები, მათ შორის ანარქისტები და ანტიფაშისტები“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ პრინციპებს ეფუძნება.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ნარკოკარტელებმა, ჯიჰადისტებმა ან მათმა მხარდამჭერმა მთავრობებმა ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ შეთქმულებები დაუსჯელად დაგეგმონ. ტერორისტებს არ მიეცემათ უფლება, რომ აქ უსაფრთხო თავშესაფარი იპოვონ ან უცხოეთიდან თავს დაგვესხან“, - წერს დონალდ ტრამპი დოკუმენტის წინასიტყვაობაში.

კონტრტერორისტულ სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ევროპა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მთავარ პარტნიორად რჩება, თუმცა „ევროპა საფრთხის წინაშე დგას, რადგან ის როგორც ტერორიზმის სამიზნე, ისე ტერორისტული საფრთხეების ინკუბატორია“.

ამასთან, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნატო-ს მოკავშირეებს უსაფრთხოების ხარჯების გაზრდისკენ და მიგრაციული პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს.

„მიუღებელია, რომ ნატო-ს მდიდარი მოკავშირეები ტერორისტებისთვის ფინანსური, ლოგისტიკური და რეკრუტირების ცენტრების ფუნქციას ასრულებენ. ევროპას ჯერ კიდევ აქვს შანსი, კონტრტერორიზმის თვალსაზრისით თავისი ინდივიდუალური და კოლექტიური ბედი შეცვალოს, თუკი რეალურ საფრთხეებს აღიარებს და ახლავე იმოქმედებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა