ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა
თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის

ვოლოდიმირ ზელენსკი - საქართველოს მშვიდობას, ერთიანობას, ძლიერებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ

ნახვები: 334 ვოლოდიმირ ზელენსკი - საქართველოს მშვიდობას, ერთიანობას, ძლიერებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს მშვიდობას, ერთიანობას, ძლიერებასა და კეთილდღეობას უსურვებს. ზელენსკის თქმით, უკრაინას ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის იმედი აქვს და ამ მიმართულებით წინსვლისთვის მზად არის.

„ვულოცავ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ორ ერს მრავალწლიანი კავშირები და თავისუფლებისა და ღირსების ფასეულობების საერთო გაგება აკავშირებს. საქართველოს მშვიდობას, ერთიანობას, ძლიერებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ. ჩვენ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის იმედი გვაქვს და უკრაინა ამ მიმართულებით წინსვლისთვის მზად არის“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა