Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ბრიტანეთის საელჩო - დასანქცირებული ქართული კომპანიები რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით კრიპტო-გაცვლის პლატფორმებს იყენებენ

ნახვები: 319 ბრიტანეთის საელჩო - დასანქცირებული ქართული კომპანიები რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით კრიპტო-გაცვლის პლატფორმებს იყენებენ

ბრიტანეთის საელჩო დამატებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში რეგისტრირებული იმ სამი კომპანიის შესახებ, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ გამოცხადებული სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა.

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია, რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით კრიპტო-გაცვლის პლატფორმებს იყენებს, სანქცირებულ სუბიექტებთან მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა კი სულ მცირე 70 მილიონ დოლარს შეადგენს.

„გუშინ, დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მიმართულია კრიპტოვალუტის გაცვლის პლატფორმებისა და „A7 ქსელის“ წინააღმდეგ. აღნიშნულ ქსელს რუსეთი იყენებს მოქმედი სანქციების გვერდის ავლის მიზნით და უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის დასაფინანსებლად.

სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია, რომლებიც კრიპტო-გაცვლის პლატფორმებს იყენებენ რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით.

სანქცირებულ სუბიექტებთან მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე 70 მილიონ დოლარს შეადგენს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, სანქციების სიაში მოხვდა სამი კომპანია საქართველოდან. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ახალი სანქციები იმ კრიპტო და უკანონო ფინანსურ ქსელებს დაუწესა, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.

დიდმა ბრიტანეთმა 18 ახალი სანქცია დააწესა.

სანქციების სიაში მოხვდნენ კომპანიები რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან.

„ჩვენ ასევე ზომებს ვიღებთ 3 ქართული კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც მართავენ რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს და ცდილობენ სანქციებს გვერდი აუარონ“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად სანქციები საქართველოში დაფუძნებულ შემდეგ კომპანიებს დაუწესდათ: Arvix LLC-ს, Rapira Group LLC-სა და Aifory LLC-ს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა