გია ჯაფარიძე - საქართველოს რუსეთზე ჩაბარებას აპირებენ, ამისთვის სჭირდებათ მუდმივად გეორგიევსკის ხელშეკრულების მოხმობა
გოჩა მირცხულავა: ვერცერთი ქართველი ბიზნესმენი აფხაზეთში ბენზინის შეტანის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა
კალასი: შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბურ სანქციებს წარვადგენთ
სააკაშვილი: უახლოეს კვირებში კობახიძეს მოსკოვში ელიან „ღალატის ტრაქტატზე“ ხელის მოსაწერად
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს
არჩილ იაკობაშვილი - ქართულ "რეპსოლს" იურიდიულად არაფერი საერთო აქვს ესპანურ "რეპსოილან"
12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეში მეწყრის ვერსია გამოირიცხა
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება

უკრაინის მიერ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ომსკში, წარმატებული დარტყმა განხორციელდა

ნახვები: 480 უკრაინის მიერ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ომსკში, წარმატებული დარტყმა განხორციელდა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების განცხადებით, რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ქალაქ ომსკში, წარმატებული დარტყმა განხორციელდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს.

სპეციალური ოპერაციების ძალების ინფორმაციით, იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. ქარხანა უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 3 000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

უკრაინული მედიის შეფასებით, ეს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყველაზე შორეული დარტყმაა.

დარტყმის შედეგებისა და ქარხნისთვის მიყენებული ზიანის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა