18 ივლისს, გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა გაიმართება
მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის
სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours

მარკ რუტე – ნატო ახალ ეტაპზე გადავიდა, ევროპა თავდაცვაში უპრეცედენტო ინვესტიციებს ახორციელებს

08.07.2026 ნახვები: 286

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, გასული წლის სამიტი თავდაცვითი გეგმების, ფინანსური ვალდებულებების, სამხედრო ინდუსტრიის განვითარებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს დაეთმო, ხოლო წლევანდელი სამიტის მთავარი მიზანი ამ გადაწყვეტილებების პრაქტიკაში განხორციელებაა.

როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანკარაში ნატო-ს ლიდერების პლენარული შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2025-2026 წლებში ევროპელმა და კანადელმა მოკავშირეებმა თავდაცვაზე დამატებით 258 მილიარდ დოლარს დახარჯეს, რაც უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციაა.

„ჩვენ ეს ინვესტიციები იმიტომ არ გვჭირდება, რომ ომები ვაწარმოოთ. გვჭირდება იმისთვის, რომ იმდენად ძლიერები ვიყოთ, რათა ვერავინ გაბედოს ჩვენზე თავდასხმა“, – განაცხადა რუტემ.

რუტეს თქმით, სამიტის პირველ დღეს უკვე გაფორმდა არაერთი ახალი ხელშეკრულება და აღებული იყო მნიშვნელოვანი ვალდებულებები, რაც, მისი თქმით, თავდაცვითი ინდუსტრიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა საბოლოოდ შეძლო იმის გაკეთება, რასაც ეიზენჰაუერის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტები ცდილობდნენ, რაც ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრება იყო. ეს ახლა ხდება. წელს უკვე ოთხ პროცენტს მივაღწიეთ, რაც საოცარია. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპის, არამედ რუსული საფრთხის გამო. მაგრამ მოდით, ვიყოთ გულახდილები, პრეზიდენტ ტრამპის მიერ ევროპელი მოკავშირეებისა და კანადის წახალისება ამის გაკეთებაში ნამდვილად დაგვეხმარა და მას შედეგიც მოაქვს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რუტემ.

რუტემ ასევე აღნიშნა, რომ სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ირანი იქნება. მისი თქმით, მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ პოზიციას, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს. გარდა ამისა, ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის სრულად აღდგენა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ირანზე აშშ-ის ახალი თავდასხმები აუცილებელი იყო.

„როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს და ირანი ფაქტობრივად არღვევს მას, ვფიქრობ, აშშ-ს ძალისმიერი რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რუტემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა