ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

აშშ-სთან განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს-თალაკვაძე

ნახვები: 321 აშშ-სთან განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს-თალაკვაძე

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადება მიუთითებს, რომ წლების განმავლობაში საქართველო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საიმედო პარტნიორი იყო, გაატარა ის რეფორმები, რომელიც დასავლეთთან ჩვენს ურთიერთნდობას ​განაპირობებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო იყო და არის ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, რაც ალბათ განაპირობებს ამ ტიპის შეფასებებს საერთაშორისო არენაზე.

თალაკვაძის განცხადებით, აშშ-სთან საქართველოს განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს, რომელიც ბოლო წლებში ხელშესახებად გაძლიერდა.

„მისასალმებელია, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი მხარდაჭერა აქვს და ეს განცხადებაც მიუთითებს, რომ წლების განმავლობაში, საქართველო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საიმედო პარტნიორი იყო. საქართველომ გაატარა ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დასავლეთთან ჩვენს ურთიერთნდობას ​განაპირობებს და საფუძვლად უდევს. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს, რომელიც ბოლო წლებში ხელშესახებად გაძლიერდა. ასევე, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა ნატო-სთან. ბოლო წლებში ჩვენ ჩავატარეთ ნატო-ს ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები არაწევრ ქვეყანაში და საქართველო გახლდათ და გახლავთ ამ წლების განმავლობაში ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, რაც ალბათ განაპირობებს ამ ტიპის შეფასებებს საერთაშორისო არენაზე", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აშშ-ის ჰელსინკის კომისია პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინასა და საქართველოს ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭოს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა