ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ზურაბიშვილის კონტაქტები, დიდი გამოცდილება და რესურსი დღევანდელ კრიზისში აუცილებლად გამოსაყენებელია-იოსელიანი

ნახვები: 417 ზურაბიშვილის კონტაქტები, დიდი გამოცდილება და რესურსი დღევანდელ კრიზისში აუცილებლად გამოსაყენებელია-იოსელიანი

საქართველოს პრეზიდენტის აქცენტები იყო დროული და აუცილებელი, მან ობიექტურად შეაფასა ყველას როლი დღევანდელ კრიზისში და თქვა ყველაზე მთავარი, რომ ახლა არ არის დრო, ერთმანეთთან კინკლაობით ვიყოთ დაკავებული, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, დასავლურ სამყაროს ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც ერთიანობა უნდა აჩვენონ.

„პრეზიდენტს ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. მისი აქცენტები დროული და აუცილებელი იყო როგორც მმართველი პარტიის და ხელისუფლების მიმართ, ისე ოპოზიციის მისამართით. რაც მთავარია, ეს გამოსვლა ობიექტური იყო. მან ობიექტურად შეაფასა ყველას როლი დღევანდელ კრიზისში და თქვა ყველაზე მთავარი, რომ ახლა არ არის დრო, ერთმანეთთან კინკლაობით ვიყოთ დაკავებული. ახლა არის დრო, რომ მთელ დასავლურ სამყაროს, ევროპას, ევროკავშირს, სადაც ჩვენ მივისწრაფვით ვაჩვენოთ, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, ამ შემთხვევაში ერთნი ვართ. ყველა ჩვენგანის არჩევანია, რომ დავიცვათ უკრაინა და ვიყოთ დასავლური ოჯახის წევრი",- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანი გამოეხმაურა პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას ევროპაში ვიზიტების შეზღუდვასთან დაკავშირებით. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს აქვს დიდი გამოცდილება, მნიშვნელოვანი კონტაქტები და მისი რესურსი დღევანდელ კრიზისში ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

„რადგან პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ მიეცა საშუალება, ვიზიტებში წასულიყო და თავის კონტაქტები გამოეყენებინა, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან მნიშვნელოვანი კონტაქტები, მისი რესურსი დღევანდელ კრიზისში ქვეყნის მიერ აუცილებლად გამოსაყენებელია. თუ ვინმეს ამ ქვეყანაში აქვს რესურსი, რომ საქართველოს გზავნილი მიიტანოს იქ, სადაც იხსნება საქართველოსთვის თანამედროვე და ცივილიზებული სამყაროს კარი, ეს ყველამ უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტს აქვს ამის რესურსი და მას ხელი კი არ უნდა შეუშალო, ყველანაირად ხელი უნდა შეუწყო, რომ ამ ფონზე თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად დახარჯოს",- აღნიშნა იოსელიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა