ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემძლე არ არის-უსუფაშვილი

ნახვები: 346 „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემძლე არ არის-უსუფაშვილი

საქმე გვაქვს იმასთან, რაც მოსალოდნელი იყო 2018 წელს, როცა საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა. მაშინ, მეც და სხვა ბევრი ამბობდა, რომ მოვიდოდა დრო, როცა სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოახერხებდა გადაეყლაპა ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნება" გააკეთებდა და პირიქით, „ქართული ოცნება" ვერ გადაყლაპავდა ყველაფერს, რასაც ზურაბიშვილი გააკეთებდა, - ამის შესახებ „ლელოს" წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემძლე არ არის, არ აქვს 100 ხმა იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის.

„ამ მომენტმა უკრაინასთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე იჩინა თავი და საქმე გვაქვს „ქართული ოცნებისთვის" ტრადიციულ გამოვლინებასთან, როდესაც როგორც კი, მის მიერ მხარდაჭერილი, თუ არჩეული პირი განსხვავებულ აზრს დააფიქსირებს, უკვე აღარ მოსწონს, მას ადანაშაულებს ოპოზიციასთან თანამშრომლობაში და კონსტიტუციის დარღვევაში. „ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემძლე არ არის, არ აქვს 100 ხმა იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის. ამიტომ, მიდის სხვა გზით. გაუგებარია, ამ თემებს პარტიის პოლიტსაბჭო როგორ აცხადებს, რადგან ასეთ დავებთან პარტია არაფერ შუაშია. ეს არის სულ სხვა დავა, ორგანოებს შორის. ამ დავას სასამართლოში საიმპიჩმენტო პროცედურები არ მოჰყვება. ხელისუფლებამ გადაწყვიტა მაქსიმალური დაწოლა პრეზიდენტზე და პარტიის განცხადების 3/4 ეძღვნება იმას, რაში არ ეთანხმებიან პრეზიდენტს და ამოკრეფილია რაღაცები წარსულიდან. „ქართულ ოცნებას" შეუძლია მხოლოდ დაყოფა, გაყოფა და ახლაც ეს გზა აირჩიეს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა