ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მარიუპოლის დრამატული თეატრის თავშესაფარმა ავიადარტყმას გაუძლო, იქ მყოფი ადამიანები გადარჩნენ

ნახვები: 391 მარიუპოლის დრამატული თეატრის თავშესაფარმა ავიადარტყმას გაუძლო, იქ მყოფი ადამიანები გადარჩნენ

მარიუპოლის დრამატული თეატრის თავშესაფარმა ავიადარტყმას გაუძლო, თავშესაფარში მყოფი ადამიანები გადარჩნენ, - ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის სახალხო დეპუტატის, სერგეი ტარუტაზე დაყრდნობით წერს.

„გაურკვევლობის საშინელი ღამის შემდეგ, ომის 22-ე დღის დილით მარიუპოლიდან როგორც იქნა კარგი ამბები გვაქვს! თავშესაფარმა გაუძლო. ნანგრევების გასუფთავება დაიწყო, ადამიანები ცოცხლები გამოდიან!" - წერს ტარუტა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში".

უკრაინული მედიის ცნობით, 16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა დაბომბა, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მცხოვრები აფარებდა თავს.

როგორც უკრაინელმა დეპუტატმა დმიტრო გურინმა „ბიბისითან" განაცხადა, რუსულმა ძალებმა ავიადარტყმა განახორციელეს თეატრზე დიდი წარწერის მიუხედავად, რომ შენობას ბავშვები აფარებდნენ თავს.

„თვითმფრინავიდან მფრინავმა დაინახა ეს სიტყვები და მან მაინც დაბომბა დრამატული თეატრი", - განაცხადა გურინმა. მისი ინფორმაციით, თეატრში მოწყობილ თავშესაფარში ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა