ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველო არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას

ნახვები: 381 საქართველო არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველო არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია მცდარია.

"გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოზე განხილულ საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხზე და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას.

გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში და შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით არის მცდარი. საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, ვთხოვთ ქართულ მედია საშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მიაწოდონ მოსახლეობას ქართულ მხარესთან გადამოწმებული პოზიციაც", - ნათქვამია განცხადებაში.

15 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან შეხვედრისას ჩეჩნეთის ხელისუფლების მეთაურმა, მუსლიმ ხუჩიევმა ჩეჩნეთიდან საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის პროექტზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზა იქნება, რომელსაც უცხოეთიდან ჩეჩნეთში ტვირთბრუნვის გაზრდაში მნიშვნელოვანი როლი ექნება. ხუჩიევის თქმით, ამ გზის მშენებლობა 90-იან წლებში დაიწყო, თუმცა საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო შეწყდა.

მისივე თქმით 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია, თუმცა თქვა, რომ მისი განხორციელება ჯერ არ იგეგმებოდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა