ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პუტინმა უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები ერდოღანს გააცნო

ნახვები: 341 პუტინმა უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები ერდოღანს გააცნო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გააცნო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მოთხოვნები ორ კატეგორიად იყოფა: პირველი – უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება; უკრაინამ აღარ შეავსოს ნატო-ს წევრობაზე განაცხადი; ასევე, გაიაროს განიარაღების პროცესი, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდეს რუსეთისთვის; უკრაინაში რუსული ენის დაცვისა და დენაციფიკაციის საკითხი.

მეორე ნაწილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ მოლაპარაკებაა, ვიდრე რაიმე სახის შეთანხმება შედგება. გავრცელებული ინფორმაციით, საკითხები დონბასის სტატუსსა და ყირიმთან დაკავშირებით იქნება.

სატელეფონო საუბარი თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ხუთშაბათს გაიმართა. როგორც „ბიბისი“ წერს, საუბარი მოისმინა ერდოღანის პრესმდივანმა, იბრაჰიმ კალინმაც, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია „ბიბისის“ გაუზიარა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა