რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

ნახვები: 406 ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

უკრაინის პეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართოს, თუმცა აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების ძალისხმევის წარუმატებლობამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს.

„მე მზად ვარ მასთან მოლაპარაკებებისთვის. მე მზად ვიყავი ბოლო ორი წლის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ამ ომს ვერ დავასრულებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ „სიენენთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„თუ კი არსებობს ამ ომის შეჩერების 1%-იანი შანსი მაინც, ვფიქრობ, რომ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. მე შემიძლია, გითხრათ ამ მოლაპარაკებების შედეგების შესახებ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ადამიანებს, უდანაშაულო ადამიანებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ უნდა გამოიყენონ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი პუტინთან საუბრის შესაძლებლობისთვის.

„რუსული ძალები ჩვენს გასანადგურებად, ჩვენს მოსაკლავად მოვიდნენ. ჩვენ შეგვიძლია, ვაჩვენოთ მათ ჩვენი ხალხისა და არმიის ღირსება, რომ ჩვენ შეგვიძლია, ძიერი დარტყმა მივაყენოთ, საპასუხო დარტყმა მივაყენოთ მათ, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი ღირსება არ გადაარჩენს სიცოცხლეებს. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი მოლაპარაკებების შესაძლებლობისთვის, პუტინთან საუბრის შესაძლებლობისთვის, თუმცა თუ ეს ძალისხმევა წარუმატებელი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა