ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჩვენი ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია-ნიკუ პოპესკუ

ნახვები: 406 ჩვენი ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია-ნიკუ პოპესკუ

ყველაზე მნიშვნელოვანი და სასწრაფო საკითხი მოლდოვისთვის არის დახმარების მიღება ლტოლვილთა კრიზისის, ჰუმანიტარული კატასტროფის სამართავად, - ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომი საშინელი ტრაგედიაა მთელი ევროპული კონტინენტისთვის, უკრაინისთვის და რა თქმა უნდა, მოლდოვისთვის. მოლდოვა უკრაინის ყველაზე მოწყვლადი მეზობელია. 360 000-მდე ლტოლვილი უკრაინიდან მოლდოვაში გაიქცა, მოგვიანებით ბევრი მათგანი ევროკავშირში გადავიდა. ამჟამად ჩვენ გვყავს 100 000 უკრაინელი ლტოლვილი, რაც ჩვენი მოსახლეობის ოთხი პროცენტია. ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა, ამას აქვს დიდი გავლენა მოლდოვაში სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე. ასე რომ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასწრაფო საკითხი მოლდოვისთვის არის დახმარების მიღება ამ ლტოლვილთა კრიზისის, ამ ჰუმანიტარული კატასტროფის სამართავად. ის ყველა ჩვენგანზე აისახება", - განაცხადა ნიკუ პოპესკუ.

მისი თქმით, ყველაზე სასწრაფოა ახლა მოლდოვის დახმარება, რომ მან გაუძლოს ამ ომის რეგიონულ შოკს.

„ამავე დროს, მოლდოვამ, უკრაინასა და საქართველოსთან ერთად, ახლახანს წარადგინა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მოლდოვაში ჩვენ გვჯერა, რომ ევროპული ქვეყანა ვართ ევროპული პოლიტიკური სისტემით, ევროპული ისტორიით. ევროპული ენით, ევროპული საზოგადოებით და ჩვენი ადგილი ევროკავშირშია. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა ევროკავშირში შესასვლელად", - აღნიშნა მოლდოვის ვიცე პრემიერმა.

მისივე თქმით, მოლდოვა კავშირზეა ჩვენს მეგობრებთან და ჩემს კოლეგებთან საქართველოსა და უკრაინაში

„ჩვენ ქმედებების კოორდინირებას ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ის, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან ტრაგიკულია, თუმცა ჩვენ ყველას გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია. ეს არის საუკეთესო გზა ჩვენი მოქალაქეების მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რისიც მოლდოვაში გვჯერა", - განაცხადა პოპესკუმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა