სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო ავტობუსებს

ნახვები: 437 ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო ავტობუსებს

ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო ავტობუსებს, რომლებითაც ბავშვები ჰუმანიტარული დერეფნებით გადაჰყავდათ, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ძალიან რთული იყო შეტაკების ხაზის გადაკვეთა, რადგან ცეცხლი არ წყდებოდა. ვიმედოვნებ, ჩვენ შევძლებთ ადამიანების გაყვანას და მათ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში დაბრუნებას. დღეს რთული დღეა, კვლავ იტანჯებიან ბავშვები. ოთხი ბავშვი გადაყვანილია საავადმყოფოში. სამი ბავშვი დაშავდა პოლოგოვსკის რაიონში გახსნილი ცეცხლის შედეგად. ოჯახი მარიუპოლიდან მიდიოდა, თავის გადარჩენას ცდილობდნენ. ერთი ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია. ეს მხეცები ბავშვებთან ომს განაგრძობენ. მათ ყველაფერს მოუწევთ პასუხისგება. თითოეულ ბავშვზე. თითოეულ სიცოცხლეზე", - ამბობს სტარუხი.

უკრაინის ჯარების სამხრეთის დაჯგუფების მეთაურობის ცნობით, რუსმა სამხედროებმა დასახლებულ პუნქტ მალინოვკაში ცეცხლი გაუხსნეს ორ ავტომობილს მშვიდობიანი მცხოვრებლებით, რომლებიც ჰუმანიტარული დერეფნით დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან თავის დაღწევას ცდილობდნენ.

დაშავებულია ორი ბავშვი, ასევე სამი ქალი და ერთი კაცი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა