ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პრემიერ-მინისტრმა და ეუთო-ს თავმჯდომარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილეს

ნახვები: 350 პრემიერ-მინისტრმა და ეუთო-ს თავმჯდომარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის ძირითადი თემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა, რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, განაგრძოს შვედეთის სამეფოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის, ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად შვედურმა მხარემ ეუთო-ს რეგიონში კონფლიქტების გადაჭრა დაისახა.

პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის დაკავების და ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ მისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდების მძიმე ფაქტს.

საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატების ეფექტიან ფუნქციონირებასა და მნიშვნელობას. ენ ლინდემ საქართველოსადმი ეუთო-ს მხარდაჭერა კონფლიქტის გადაჭრასა და ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა