ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ, თუ ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება-პესკოვი

ნახვები: 411 ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ, თუ ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს ჯერაც არ მიუღწევია თავისი სამხედრო მიზნისთვის.

ამასთან, CNN-ის ეთერში, კრისტიან ამანპურთან ინტერვიუში პესკოვმა უარი თქვა გამოერიცხა, რომ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

კითხვაზე, რა შემთხვევაში გამოიყენებს ვლადიმირ პუტინი რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებს, პესკოვმა უპასუხა:

"იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება".

ვლადიმირ პუტინმა ადრეც მიანიშნა, რომ შეიძლება გამოიყენოს ბირთვული იარაღი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიმართ საფრთხეს დაინახავს.

თებერვალში, სატელევიზიო განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა თქვა:

"მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეეცდება ჩვენს გზაზე გადადგომას ან დაემუქრება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას, მათ უნდა იცოდნენ, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ უპასუხებს, შედეგები კი იქნება ისეთი, რაც ისტორიაში არავის უნახავს".

როცა დმიტრი პესკოვს ანამპურმა ჰკითხა, რას ფიქრობს პუტინი, რას მიაღწია უკრაინაში ამ ეტაპზე, პრესმდივანმა უპასუხა:

"ჯერ ერთი, ჯერ არ მიუღწევია. მიზანი ჯერ მიღწეული არ არის".

პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" სწორედ კრემლის გეგმის მიხედვით და წინასწარ ჩამოყალიბებული მიზნებისკენ მიდის".

მან ასევე გაიმეორა ვლადიმირ პუტინის მოთხოვნები და თქვა, რომ "ოპერაციის" მთავარი მიზნები "უკრაინის სამხედრო პოტენციალის აღმოფხვრა", "ნაციონალისტური ბატალიონების" თავიდან მოშორება და იმის უზრუნველყოფაა, რომ უკრაინა ნეიტრალური ქვეყანა იქნება".

ასევე თქვა, რომ ყირიმი, რომლის ოკუპაციაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, "რუსეთის ტერიტორიაა და უნდა მოხდეს ლუგანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარება, ვინაიდან ისინი უკვე არიან დამოუკიდებელი ქვეყნები".

პესკოვი ასევე ირწმუნება, რომ რუსეთი მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს ესხმის თავს, მიუხედავად უამრავი ინფორმაციისა, რომ რუსული თავდასხმები მიზანში სამოქალაქო საცხოვრებლებს და თავშესაფრებს იღებს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა