თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

ბაიდენი 300-ზე მეტი რუსი დეპუტატისთვის სანქციებს ხუთშაბათს გამოაცხადებს

ნახვები: 331 ბაიდენი 300-ზე მეტი რუსი დეპუტატისთვის სანქციებს ხუთშაბათს გამოაცხადებს

გამოცემა The Wall Street Journal ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აშშ 300-ზე მეტი რუსი დეპუტატისთვის სანქციებს ამზადებს. გამოცემის ინფორმაციით, დამატებითი სანქციების შესახებ პრეზიდენტი ბაიდენი ხუთშაბათს განაცხადებს.

გამოცემა იუწყება, რომ პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის სახელმწიფო დუმას 300 წევრისთვის დაწესებულ სანქციებს ხუთშაბათს, ევროპაში ვიზიტისას განაცხადებს.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სანქციების ახალი პაკეტი 400 ინდივიდს შეეხება, მათგან 328 რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი, დანარჩენი კი რუსული ელიტის წარმომადგენელია.

რუსეთისთვის დაწესებული დამატებით სანქციებს აშშ-ის პრეზიდენტი ევროკავშირთან და დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ერთად გამოაცხადებს.

დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი NATO-ს მოკავშირეებს შეხვდება და ერთობლივად განიხილავენ მომდევნო ნაბიჯებს.

რუსეთის ფედერალური ასამბლეა 450 დეპუტატს მოიცავს, ზედა პალატაში, ფედერაციულ საბჭოში კი 170 დეპუტატია.

მიუხედავად იმისა, რომ დუმას ბევრად ნაკლები ძალაუფლება აქვს ვიდრე რუსეთის პრეზიდენტს, მისი უფლებამოსილება ბოლო წლებში გაფართოვდა, განსაკუთრებით ეკონომიკის კუთხით.

თავად პუტინს და მისი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს სანქციები უკვე დაუწესდათ.

აღსანიშნავია, რომ 15 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე სწორედ დუმამ მიმართა პრეზიდენტ პუტინს სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით.

ასევე აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 4 მარტს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც „უკრაინაში რუსეთის სპეციალური ოპერაციის შესახებ მცდარ ინფორმაციის გავრცელება" სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. ეს კანონი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა