Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ნატო არ აპირებს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას-ოლაფ შოლცი

ნახვები: 390 ნატო არ აპირებს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას-ოლაფ შოლცი

ნატო არ აპირებს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას უკრაინაში შეჭრის გამო, მაგრამ დასავლეთი გააგრძელებს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინ ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი თავდასხმა უკრაინაზე ანადგურებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთსაც.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, გერმანიის მოქალაქეები მიიღებენ ფინანსურ დახმარებას ენერგიის ფასების ზრდის ფონზე, განახლებადი ენერგიის წყაროები და ენერგოეფექტურობა კი მნიშვნელოვანი იქნება რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად გრძელვადიან პერსპექტივაში.

შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა დაასრულებს ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე, მაგრამ ამის ერთ ღამეში გაკეთება ასობით ათას სამუშაო ადგილს და მთელ ინდუსტრიულ სექტორს რისკის ქვეშ დააყენებს.

„სანქციებმა არ უნდა დააზარალოს ევროპული სახელმწიფოები რუსეთის ხელმძღვანელობაზე მეტად", - განაცხადა შოლცმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა