ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკრაინაში სასტიკი შეჭრა ხაზს უსვამს საქართველოსადმი მხარდაჭერის საჭიროებას-იენს სტოლტენბერგი

ნახვები: 392 უკრაინაში სასტიკი შეჭრა ხაზს უსვამს საქართველოსადმი მხარდაჭერის საჭიროებას-იენს სტოლტენბერგი

დღევანდელ შეხვედრაზე ნატო-ს ლიდერები ელოდებიან მხარდაჭერას იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოცაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის დაწყებამდე, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ლიდერები მოელიან მხარდაჭერას იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოცაა. საქართველოს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა. ნატო-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოს. ასე რომ, მათ უნდა განახორციელონ რეფორმები თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაციისთვის. უკრაინაში სასტიკი შეჭრა მხოლოდ ხაზს უსვამს საქართველოსადმი მხარდაჭერის საჭიროებას", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ბრიუსელში დღეს ნატო-ს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის" სამიტები გაიმართება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა