ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ზელენსკიმ NATO-ს ლიდერებს მიმართა - მთავარი გზავნილები

ნახვები: 390 ზელენსკიმ NATO-ს ლიდერებს მიმართა - მთავარი გზავნილები

ბრიუსელში, NATO-ს შტაბ ბინაში, ალიანსის ლიდერების საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სამიტს ვირტუალურად ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკის გამოსვლის მთავარი გზავნილები:

"დიახ, ეს სიმართლეა, ჩვენ არ ვართ ალიანსში, მსოფლიოში ყველაზე ძლიერ თავდაცვით გაერთიანებაში. ისეთი გრძნობაა, რომ ნაცრისფერ ზონაში ვართ. დასავლეთსა და რუსეთს შორის. მაგრამ ვიცავთ ყველა ჩვენს საერთო ღირებულებას".
"ჯერ კიდევ 24 თებერვალს მოგმართეთ სავსებით გასაგები, ლოგიკური თხოვნით, ჩვენი ცის დაკეტვის დახმარებისთვის. ნებისმიერ ფორმატში. დაცული იყოს ჩვენი ხალხი რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან. მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. უკრაინას არ აქვს ძლიერი ანტისარაკეტო იარაღი. იმაზე ნაკლები ავიაცია აქვს, ვიდრე რუსეთს. ამიტომაც მათი უპირატესობა ცაში - მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაა".
"დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ რუსეთი არ ფიქრობს უკრაინაზე გაჩერებას. არ ფიქრობს და არ აპირებს. მას სურს უფრო შორს წასვლა. NATO-ს აღმოსავლელი წევრების წინააღმდეგ. ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის წინააღმდეგ - ეს უეჭველია. შეწყვეტს თუ არა მაშინ NATO ამაზე ფიქრს, როგორი რეაქცია ექნება NATO-ს? ვინ შეიძლება იყოს ამაში დარწმუნებული?".
"შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი თვითმფრინავების ერთი პროცენტი. ყველა თქვენი ტანკის ერთი პროცენტი. ერთი პროცენტი! ამის ყიდვა უბრალოდ არ შეგვიძლია - მსგავსი მიწოდებები პირდაპირ არის დაკავშირებული NATO-ს [პოლიტიკურ] გადაწყვეტილებაზე".
"გთხოვთ, მეტჯერ არასდროს, არასდროს არ გვითხრათ, რომ ჩვენი არმია ვერ პასუხობს NATO-ს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეუძლია ჩვენს სტანდარტებს და რამდენის გაცემა შეგვიძლია ევროპასა და მსოფლიოში საერთო უსაფრთხოებისთვის".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა