Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ევროპულმა საბჭომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა

ნახვები: 361 ევროპულმა საბჭომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა

ევროპულმა საბჭომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ გამართულ სამიტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და მასობრივად იწვევს სიკვდილს, დაშავებას მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

„რუსეთი ახორციელებს თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, სკოლებზე და თავშესაფრებზე. ეს სამხედრო დანაშაულებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. პასუხისმგებელი პირები და მათი თანამზრახველები პასუხს აგებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მიუღებელია მარიუპოლისა და უკრაინის სხვა ქალაქების ალყაში მოქცევა და რუსული სამხედრო ძალების მხრიდან ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობისთვის ხელის შეშლა. ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, სასწრაფოდ უზრუნველყოს ყველა საომარ ზონაში მოქცეული მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო გადაყვანა მათ მიერ არჩეულ დანიშნულების ადგილამდე. ევროპული საბჭო მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა შეიარაღებული ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრულფასოვნად პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- ნათქვამია დასკვნაში.

ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მზაობა, დაუჭიროს მხარი უკრაინას პოლიტიკურად, ფინანსურად, მატერიალურად, ჰუმანიტარულად და აღმოუჩინოს დახმარება რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალის აღსადგენად და დემოკრატიის გასაძლიერებლად.

გამოქვეყნებულ დასკვნაში, ევროპულმა საბჭომ უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნისთვის თანხმობა გამოთქვა და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, ჩაერთონ ფონდის განვითარების საკითხში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა