Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

2008 წელს სწორედ რუსეთი იყო აგრესორი და მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა-სალომე სამადაშვილი

ნახვები: 372 2008 წელს სწორედ რუსეთი იყო აგრესორი და მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა-სალომე სამადაშვილი

მივესალმებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, 2008 წელს სწორედ რუსეთი იყო აგრესორი და მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მოხდა, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევებზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ცდილობენ, საზოგადოებას შეასაღონ სტრასბურგის გადაწყვეტილება, როგორც საკუთარი გამარჯვება.

„მე დღეს მიკვირს „ქართული ოცნების" წარმომადგენლების პოზიცია, რომლებიც წლებია, საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ 2008 წელს ომი ეს იყო მაშინდელი ხელისუფლების ბრალი და 2008 წლის ომში საკუთარ სახელმწიფოს სისტემატურად ადანაშაულებდნენ. დღეს ისინი ცდილობენ, საზოგადოებას შეასაღონ სტრასბურგის გადაწყვეტილება, როგორც საკუთარი გამარჯვება. ძალიან კარგია, რომ სტრასბურგმა პასუხი გასცა ასევე „ქართულ ოცნებას" და ჩვენს ქვეყანაში იმ პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც წლებია, საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებდნენ 2008 წლის სამხედრო აგრესიაში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ რუსეთის კოორდინაციით წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად ცნო.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა