ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თაობიდან თაობას გადასცემდა ძირითად ფასეულობებს-ღარიბაშვილი

ნახვები: 337 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თაობიდან თაობას გადასცემდა ძირითად ფასეულობებს-ღარიბაშვილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის იყო და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ მართლმადიდებლობა თითოეული ქართველისთვის უკავშირდება სწორედ ქართულ იდენტობას, ჩვენს კულტურას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა მრევლს ამბიონიდან მიმართა.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და მეც ვუერთდები ამ მოლოცვას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის, ჩვენი ისტორიის, ქართველი ერის ისტორიის მანძილზე, თაობიდან თაობას გადასცემდა იმ ძირითად ფასეულობებს, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, ქართულ კულტურასთან, რწმენასთან და ეს იყო და არის ყოველთვის ის, რასაც ეფუძნებოდა, ყოველთვის ეფუძნება ქართველობა, ქართული იდენტობა. გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის იყო და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ მართლმადიდებლობა თითოეული ქართველისთვის უკავშირდება სწორედ ქართულ იდენტობას, ჩვენს კულტურას", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავს დღეს აღნიშნავს. სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტაძრის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა პარაკლისი აღავლინა. ღვთისმსახურებას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა