Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

რუსეთის განცხადებებს პირველი ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობა“ აიტაცებს ხოლმე-

ნახვები: 341 რუსეთის განცხადებებს პირველი ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობა“ აიტაცებს ხოლმე-

რუსეთის მხრიდან განცხადებებს პირველი ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობა" აიტაცებს ხოლმე, ჩვენთვის ასეთი რევერანსი არაფერს ნიშნავს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო, განსაზღვრული პოლიტიკა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს მოსკოვში, გონჩაკოვის ფონდში გამართულ შეხვედრაზე გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო სანქციებზე საქართველოს პოზიცია შეუმჩნეველი არ დარჩება.

„როდესაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან კეთდება განცხადებები, ამას პირველი ყოველთვის საქართველოში ეხმიანება და აიტაცებს ხოლმე „ნაციონალური მოძრაობა", რადიკალური ოპოზიციური ბანაკი. შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვები, რომ სწორედ საქართველოს შიდა პოლიტიკურ სისტემაში დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ხოლმე ასეთი განცხადებები. მოველი, რომ ამ განცხადების შემდეგ დღეს და ხვალ უკვე „ნაციონალური მოძრაობა" და მისი მართული მედია იქნება გატაცებული ამ საკითხით და ძალიან ბევრ განცხადებას გააკეთებენ. სინამდვილეში, რასაკვირველია არცერთი ასეთი შექება, არცერთი ასეთი რევერანსი რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო, განსაზღვრული პოლიტიკა, საქართველოს ტერიტორიების 20% გახლავთ ოკუპირებული და საქართველო განაგრძობს დასავლეთთან ერთად თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას, მშვიდობიანი გზებით საერთაშორისო სამართლებრივი გზებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძეს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გონჩაკოვის ფონდში გამართულ შეხვედრას დიმიტრი ლორთქიფანიძე ესწრებოდა.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ამ შეხვედრასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

„ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას" არ აქვს არავითარი კავშირი ამ შეხვედრასთან, რაც საექსპერტო დონეზე გაიმართა, როგორც მედიიდან შევიტყვეთ. ჩვენი პოზიცია თუ გაინტერესებთ, ამ ვითარებაში, როდესაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი და საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ვთვლით, რომ მონაწილეობა ამ ფორმატში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, საექსპერტო წრეების მხრიდან, არ იყო მიზანშეწონილი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა