თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ევროპელებს გვსურს, დივერსიფიცირება რუსეთისგან-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ნახვები: 340 ევროპელებს გვსურს, დივერსიფიცირება რუსეთისგან-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპელებს გვსურს, დივერსიფიცირება რუსეთისგან და სანდო მომწოდებლებზე ორიენტირება. მაშასადამე, აშშ-ის გადაწყვეტილება, რომ მოგვაწოდოს გაზი, არის დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მონაწილეობდა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება სტრატეგიული მარცხი ვლადიმერ პუტინისთვის.

„ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ წინ აღვუდგეთ რუსეთის სასტიკ ომს. ეს ომი იქნება სტრატეგიული მარცხი პუტინისთვის. სანქციები მუშაობს რუსული სისტემის წინააღმდეგ და ცლის პუტინის რესურსებს, რომ დააფინანსოს ეს სასტიკი ომი. სანქციები აჩვენებს, რომ როდესაც ჩვენ ერთად ვართ, უფრო ძლიერები ვართ.

ამ დროისთვის 3.5 მილიონი უკრაინელი გახდა ლტოლვილი, მათი ნახევარი ბავშვია. ყოველი მეორე ლტოლვილი ბავშვია. რიცხვები გაიზრდება. ჩვენ ერთად ვახდენთ რესურსების მობილიზებას, რომ დავეხმაროთ იძულებით გადაადგილებულ პირებს როგორც უკრაინაში, ასევე მეზობელ ქვეყნებში", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ აშშ-ის დახმარება აძლიერებს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას რუსული წიაღისეულისგან.

„ჩვენი ამოცანაა დამოკიდებულების შემცირება და მისგან სრულად ჩახსნა. ეს მიღწევა განახლებად ენერგიებში ინვესტირებით, ასევე დამატებითი გაზის მომარაგებით. ჩვენ, ევროპელებს გვსურს, დივერსიფიცირება რუსეთისგან და სანდო მომწოდებლებზე ორიენტირება. მაშასადამე, აშშ-ის გადაწყვეტილება, რომ მოგვაწოდოს გაზი, არის დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ჩვენ გვსურს დივერსიფიცირება არამხოლოდ მომდევნო ზამთრისთვის, არამედ მომდევნო წლებისთვის", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა