თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

უკრაინაში ბრძოლას არ ვგეგმავთ-ლუკაშენკო

ნახვები: 358 უკრაინაში ბრძოლას არ ვგეგმავთ-ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი უკრაინაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იბრძოლებს თუ უკრაინა ბელარუსის წინააღმდეგ დაიწყებს ბრძოლას.

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლუკაშენკომ ინფორმაციულ სფეროსა და მედიის ქმედებების შესახებ გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ბელარუსის მოქალაქეებზე ზრდიან წნეხს და მათი ემოციებით თამაშობენ, როცა ამბობენ რომ ბელარუსი უკრაინასთან ომში ჩაებმება.

„ათასჯერ ვთქვი რომ ჩვენ უკრაინაში ბრძოლას არ ვგეგმავთ. ეს აქტუალური საკითხია. ბელარუსებისთვის ომი გენეტიკურ დონეზე მიუღებელია. ახლა კი მათ ამაზე დაიწყეს ჩაჭიდება. ჩვენ ამას წყნარად უნდა ვუპასუხოთ.

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თავად ოპოზიციის წევრები უკრაინაში საბრძოლველად ქმნიან მოხალისეთა ჯგუფებს. „ასე რომ ვინ იბრძვის სინამდვილეში უკრაინაში ახლა?" - იკითხა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომში ბელარუსის ჩართვაზე საზღვარგარეთ განცხადებების გავრცელების მიზანი "საზოგადოებრივი აზრის მომზადებაა, რათა [ომში] ჩაგვითრიონ".

"ჩვენი ომში ჩათრევა მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი: თუ ჩვენს წინააღმდეგ აგრესია დაიწყება, თუ ისინი ჩვენ წინააღმდეგ დაიწყებენ ბრძოლას. შესაბამისად, მე ფხიზლად ვარ. როცა ამის შესახებ ვკითხულობ მე მოვუწოდებ სამხედრო სამსახურებს: გაავრცელეთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება ჩრდილოდასავლეთში, და რა ხდება დასავლეთში? ჩვენ ყველაფერს ვხედავთ? ყველაფერი მობილიზებულია? როგორ მუშაობს დაზვერვა?" - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა