ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

აზერბაიჯანი ყარაბაღში მშივოდბისმყოფელების კონტროლირებულ ტერიტორიაზე შეიჭრა

ნახვები: 457 აზერბაიჯანი ყარაბაღში მშივოდბისმყოფელების კონტროლირებულ ტერიტორიაზე შეიჭრა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში იმ ტერიტორიაზე შეიჭრა, რომელიც რუსი მშვიდობისმყოფელების კონტროლის ქვეშაა და სოფელ ფარუხს დაესხა თავს.

სომხური მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის ტიპის დრონი გამოიყენა და მთიან ყარაბაღში შეტაკებების შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ჯარები თავდაცვის არმიის ბაზას 24 მარტს დაესხნენ თავს და სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია.

სომხეთი რუსეთს სთხოვს მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა დატოვონ ტერიტორია.

„აზერბაიჯანი აგრძელებს, შეჭრას იმ ტერიტორიაზე, რომელზე პასუხისმგებლები რუსეთის ფედერაციის მშვიდობისმყოფელნი არიან. მთიანი ყარაბაღის ასკერანის რეგიონის სოფელ ფარუხში, რაც 24 მარტს დაიწყო.

გასულ ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ თავდაცვის არმიის ბაზას. მთლიან ყარაბაღში სიტუაცია კვლავ დაძაბულია" - წერია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ სომხური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმ ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ, სადაც რუსი მშვიდობისმყოფელები იმყოფებიან სიმართლეს არ შეესაბამება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროების პოზიციებისა და ლოკაციების შესახებ ინფორმაცია მოწმდება. ადგილზე ინციდენტებსა და შეტაკებებს ადგილი არ ჰქონია. სომხური მედია კი მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას რათა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და ისტერია გამოიწვიოს.

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ უამინდობის გამო რამდენიმე დღეა რეგიონში არსებულ გაზსადენს ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რასაც ახლა სომხეთი პოლიტიკური მანიპულაციის იარაღად იყენებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა