ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს ტოტალური, ჰიბრიდული ომი გამოუცხადეს-ლავროვი

ნახვები: 462 დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს ტოტალური, ჰიბრიდული ომი გამოუცხადეს-ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთს დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადა.

პარასკევს, საჯარო დიპლომატიის მხარდამჭერი ფონდის შეხვედრაზე ლავროვმა თქვა, რომ რუსეთს დასავლეთმა ნამდვილი ჰიბრიდული ომი გამოუცხადა, რომლის მიზანიც რუსეთის ეკონომიკისა და მთლიანი რუსეთის განადგურება, გატეხა და გაქრობაა. ლავროვის თქმით, ევროპა აღარ მალავს თავის მიზნებს.

„ამ ტერმინს, რომელსაც ნაცისტური გერმანია იყენებდა, ახლა ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყენებს, როცა ამბობენ რისი გაკეთება სურთ რუსეთის ფედერაციისთვის" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვი აცხადებს, რომ დასავლური ქვეყნების წნეხი იმ ქვეყნებზეც ვრცელდება, ვისაც რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა არ სურს. თუმცა რუსეთის საგარეო მინისტრი აცხადებს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ისტორიულად „კოლექტიური დასავლეთის" გავლენის სფეროს მიღმა არიან, ამ სანქციებს არ შეუერთდებიან.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა