თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენება უკრაინაში სრულად შეცვლის ომის ხასიათს-სტოლტენბერგი

ნახვები: 404 ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენება უკრაინაში სრულად შეცვლის ომის ხასიათს-სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინაში ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღი არ გამოიყენოს.

განცხადება ამის შესახებ NATI-ს გენერალურმა მდივანმა ნორვეგიაში სამხედრო ბაზაზე ვიზიტის დროს გააკეთა.

სტოლტენბერგის შეფასებით, მსგავსი იარაღის გამოყენება მთლიანად შეცვლის უკრაინაში მიმდინარე ომის ხასიათს.

მისივე თქმით, რუსეთი საკუთარი მოთხოვნებით დასავლეთის უსაფრთხოების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

"ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის გამოყენება უკრაინაში სრულად შეცვლის ომის ხასიათს. ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და უხეშად დაარღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მოკავშირეები შევთანხმდით, რომ რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი. უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომმა მთლიანად შეცვალა უსაფრთხოების რეალობა ევროპაში და შექმნა ახალი ნორმა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ასე რომ, ომი ხვალაც რომ დასრულდეს, მას ექნება გარკვეული გრძელვადიანი ეფექტი, რადგან რაც ვნახეთ, არის ის, რომ რუსეთს სურს, შეეწინააღმდეგოს ჩვენი უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს. რუსეთი ეწინააღმდეგება NATO-ს უფლებას, დაიცვას თავისი მოკავშირეები. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ შეჭრა, რომელიც განახორციელეს ან ომი, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ, თავდაპირველად როგორც წვრთნა, ისე იყო შენიღბული. ამას იმეორებდნენ მუდმივად, შემდეგ კი სწავლება ფართომასშტაბიან ომად გადაიქცა". - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

უკრაინაში ომის გამო იენს სტოლტენბერგს ალიანსმა გენერალური მდივნის პოსტზე ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა