ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჯო ბაიდენი - პუტინს ყოფნის თავხედობა, როგორც ყველა ავტოკრატს, იფიქროს, რომ რადგან ის ძლიერია, სიმართლე მის მხარესაა

ნახვები: 378 ჯო ბაიდენი - პუტინს ყოფნის თავხედობა, როგორც ყველა ავტოკრატს, იფიქროს, რომ რადგან ის ძლიერია, სიმართლე მის მხარესაა

რუსეთმა მოგუდა დემოკრატია და იგივეს გაკეთება სურს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვაგანაც – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ბაიდენის თქმით, ვლადიმერ პუტინს ყოფნის თავხედობა, როგორც ყველა ავტოკრატს, იფიქროს, რომ „რადგან ძლიერია, სიმართლე მის მხარესაა“.

„დემოკრატიისთვის ბრძოლა ვერ დასრულდა ცივი ომის დასრულებით. ბოლო 30 წლის განმავლობაში ავტოკრატიული ძალები აღზევდნენ მთელ მსოფლიოში. ეს ნიშნები ცნობილია – უპატივცემლობა კანონის უზენაესობისადმი, უპატივცემლობა დემოკრატიისადმი, უპატივცემლობა სიმართლისადმი. დღეს რუსეთმა მოგუდა დემოკრატია და სურს იგივეს გაკეთება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვაგანაც. ეთნიკური სოლიდარობის ცრუ საბაბით მან ძირი გამოუთხარა მეზობელ ქვეყნებს. პუტინს აქვს მიზანი, თქვას, რომ ის არ აზრალებს უკრაინას. ეს არის ცინიკური ტყუილი და მან ეს იცის. ეს ასევე არის უხამსობა. პრეზიდენტი ზელენსკი დემოკრატიულად იყო არჩეული. ის ებრაელია. მამამისის ოჯახი ჰოლოკოსტის დროს განადგურდა, პუტინს ყოფნის თავხედობა, როგორც ყველა ავტოკრატს, იფიქროს, რომ რადგან ის ძლიერია, სიმართლე მის მხარესაა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა