Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ევროკავშირი ენერგორესურსების შესყიდვის საერთო პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვისაც

ნახვები: 357 ევროკავშირი ენერგორესურსების შესყიდვის საერთო პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვისაც

ევროკავშირი ენერგორესურსების შესყიდვის საერთო პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ბალკანეთის ქვეყნებისთვისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული წევრისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ ორდღიანი სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით კომუნიკეში.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი ეტაპობრივად გააუქმებს თავის დამოკიდებულებას რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტზე რაც შეიძლება სწრაფად, როგორც ეს ვერსალის დეკლარაციაშია აღნიშნული.

რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ევროპული საბჭო ელოდება ევროკომისიისგან 2022 წლის მაისის ბოლო ყოვლისმომცველი და ამბიციური გეგმის წარდგენას, რომელიც შემუშავებული იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციით. კომუნიკეს თანახმად, გათვალისწინებული იქნება ნაციონალური გარემოებები და წევრი ქვეყნების ენერგეტიკული ბალანსი.

ევროპული საბჭოს განცხადებით, ენერგორესურსებზე მდგრადი მაღალი ფასები სულ უფრო ნეგატიურად აისახება მოქალაქეებზე და ბიზნესზე და ამას კიდევ უფრო ართულებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია.

ევროკავშირის ლიდერებმა ევროპულ საბჭოს დაავალეს, შეისწავლოს ევროკომისიის შეთავაზებები გაზის საცავების პოლიტიკასთან დაკავშირებით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაზის საცავების შევსება უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, ხოლო შემდეგი ზამთრისთვის, წევრმა სახელმწიფოებმა და ევროკომისიამ სასწრაფოდ უნდა: შექმნან სოლიდარობისა და კომპენსაციის მექანიზმები; იმუშაონ ერთად გაზის, გათხევადებული აირის და წყალბადის ნებაყოფლობით ერთობლივ შესყიდვაზე, მოლაპარაკებების დროს ფასის შესამცირებლად ევროკავშირის კოლექტიური პოლიტიკური და საბაზრო წონის ოპტიმალური გამოყენებით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ენერგომატარებლების შესყიდვის საერთო პლატფორმა ღია იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული წევრისთვის – საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის.

ევროკომისიას და წევრ ქვეყნებს ასევე დაევალათ, დაასრულონ და გაამჯობესონ ევროკავშირში გაზისა და ელექტროსისტემების კავშირი, მათ შორის ელექტროსისტემების სრული სინქრონიზაცია, ასევე ყველა წევრი ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მუშაობა.

დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციას, რათა უზრუნველყოს ენერგომატარებლების ადეკვატური მიწოდება და შეამსუბუქოს ენერგორესურსების ფასის ზრდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა