ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რუსეთმა გუშინ ქალაქ ლვოვს საჰერო რაკეტებით შეუტია-რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

ნახვები: 487 რუსეთმა გუშინ ქალაქ ლვოვს საჰერო რაკეტებით შეუტია-რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვივის სამხედრო პუნქტებს მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტებით შეუტია.

სამინისტროს განცხადებით, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით ლვოვის სიახლოვეს ნავთობის საცავსა და ანტი-საავიაციო სისტემების, რადარებისა და ტანკების შესაკეთებელი საწარმოს შეუტიეს, რომელსაც უკრაინული ძალები იყენებდნენ.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში აგრძელებენ თავდასხმით ქმედებებს", - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რუსეთმა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, S-300 რაკეტები და ანტი-საჰაერო სარაკეტო სისტემები გამოიყენა კიევში.

აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ნავთობისა და საკვების მარაგის საწყობების განადგურება დაიწყო.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა